წესები და პირობები

აქ გაეცნობი aleniti.ge-ზე შეკვეთისა და გადახდის პირობებს.

შეკვეთა და ფასები

ყველა ფასი მითითებულია ლარში (₾) და მოიცავს მოქმედ გადასახადებს. შეკვეთის გაფორმების შემდეგ დამადასტურებელ წერილს ელფოსტაზე მიიღებ. თუ ტექნიკური შეცდომის ან მარაგის ამოწურვის გამო შეკვეთას ვერ შევასრულებთ, დაგიკავშირდებით და გადახდილ თანხას სრულად დაგიბრუნებთ.

გადახდა

ამ ეტაპზე გადახდა საბანკო გადარიცხვით შეგიძლია. რეკვიზიტები შეკვეთის დადასტურების გვერდზე და ელფოსტაზე დაგხვდება. მარაგში არსებულ სამკაულს თანხის ჩარიცხვის დადასტურების შემდეგ გამოვგზავნით. შეკვეთით ჩამოსატანი სამკაულის შემთხვევაში ჯერ ხელმისაწვდომობას, დეტალებს, სრულ ღირებულებასა და ჩამოტანის ვადას შეგითანხმებთ. ამის შემდეგ თანხას წინასწარ გადაიხდი და გადახდის დადასტურებისთანავე სამკაულს შენთვის შევუკვეთავთ.

ინტელექტუალური საკუთრება

საიტზე განთავსებული ყველა მასალა — ტექსტი, ფოტო, ლოგო — ALENITI-ის საკუთრებაა და მისი გამოყენება ნებართვის გარეშე აკრძალულია.

კონტაქტი

მოგვწერე ALENITI-ის ფეისბუქგვერდის მესენჯერში ან ელფოსტაზე info@aleniti.ge. 10:00-დან 18:00 საათამდე, საქართველოს დროით, ერთ საათში გიპასუხებთ. ამ დროის შემდეგ მიღებულ შეტყობინებებს მომდევნო სამუშაო პერიოდში ვპასუხობთ.

გამყიდველის მონაცემები

ALENITI-ის სახელით საქმიანობას ეწევა ინდივიდუალური მეწარმე მერი კოპალაძე. იურიდიული მისამართი: ო. დგებუაძის 1. ელფოსტა: info@aleniti.ge.