კონტაქტი
გაქვს კითხვა სამკაულზე, ზომაზე ან შეკვეთაზე? მოგვწერე ALENITI-ის ფეისბუქგვერდის მესენჯერში. 10:00-დან 18:00 საათამდე, საქართველოს დროით, ერთ საათში გიპასუხებთ. ამ დროის შემდეგ მიღებულ შეტყობინებებს მომდევნო სამუშაო პერიოდში ვპასუხობთ. გამყიდველი: ინდივიდუალური მეწარმე მერი კოპალაძე. იურიდიული მისამართი: ო. დგებუაძის 1.
ან მოგვწერე აქ
ხშირი კითხვები
რამდენ ხანში მივიღებ შეკვეთას?
მარაგში არსებულ სამკაულს თბილისში 1–2, რეგიონებში კი 2–4 სამუშაო დღეში მიიღებ თანხის ჩარიცხვის დადასტურებიდან. თუ სამკაული შეკვეთით ჩამოგვაქვს, ჯერ ჩამოტანის ვადასა და სრულ ღირებულებას შეგითანხმებთ. ამის შემდეგ თანხას წინასწარ გადაიხდი და სამკაულს შენთვის შევუკვეთავთ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მიწოდებას ზემოთ მითითებული დრო სჭირდება.
შემიძლია სამკაულის დაბრუნება?
თუ სამკაულის დაბრუნება გსურს, მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოგვწერე. სურვილის შეცვლის შემთხვევაში დაბრუნების ტრანსპორტირებას შენ იხდი; დადასტურებული დეფექტის შემთხვევაში აუცილებელ ხარჯს ALENITI ფარავს. წესები და გამონაკლისები დაბრუნების პირობებშია აღწერილი.
რა მასალისგან მზადდება სამკაულები?
სამკაულები 925 სინჯის ვერცხლისგანაა დამზადებული. საფარი და ქვები მოდელის მიხედვით განსხვავდება — დეტალები თითოეული სამკაულის აღწერაშია მითითებული. თუ რომელიმე ლითონზე მგრძნობელობა გაქვს, შეძენამდე მოგვწერე და კონკრეტული მოდელის შემადგენლობას დაგიზუსტებთ.
როგორ მოვუარო ვერცხლის სამკაულს?
შეინახე მშრალ ადგილას, რბილ ჩასადებში. მოარიდე სუნამოს, კრემსა და ქლორიან წყალს. გაწმინდე რბილი, მშრალი ქსოვილით. დამატებითი რჩევები მოვლის გვერდზე დაგხვდება.