მიწოდება
სამკაულებს საქართველოს მასშტაბით ვაგზავნით. მიწოდების ვადა დამოკიდებულია იმაზე, მოდელი მარაგშია თუ შეკვეთით ჩამოგვაქვს.
მიწოდების ვადები
მარაგში არსებულ სამკაულს თბილისში 1–2, რეგიონებში კი 2–4 სამუშაო დღეში მიიღებ. ვადა თანხის ჩარიცხვის დადასტურებიდან ითვლება. თუ სამკაული შეკვეთით ჩამოგვაქვს, მოთხოვნის მიღების შემდეგ დაგიკავშირდებით. ჯერ ხელმისაწვდომობას, დეტალებს, სრულ ღირებულებასა და ჩამოტანის ვადას შეგითანხმებთ. ამის შემდეგ თანხას წინასწარ გადაიხდი და გადახდის დადასტურებისთანავე სამკაულს შენთვის შევუკვეთავთ. მოთხოვნის გაგზავნა გადახდას არ მოითხოვს. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მიწოდებას თბილისში 1–2, რეგიონებში კი 2–4 სამუშაო დღე სჭირდება. მიწოდებამდე კურიერი მითითებულ ნომერზე დაგიკავშირდება.
მიწოდების ღირებულება
150₾-ზე მეტი ღირებულების შეკვეთაზე მიწოდება უფასოა. სხვა შემთხვევაში მიწოდების საფასური 5₾-ია და შეკვეთის გაფორმებისას ჯამს ემატება.
შეფუთვა
თითოეულ სამკაულს სრული ბრენდირებული შეფუთვა უფასოდ მოჰყვება. რამდენიმე სამკაულის შეძენისას თითოეულს ცალკე ვფუთავთ. ტრანსპორტირებისას მათ დამატებითი დამცავი შეფუთვა იცავს.