ხშირი კითხვები

რაც შეკვეთამდე გაინტერესებს: გადახდა, მიწოდება, დაბრუნება და სამკაულის მოვლა.

რამდენ ხანში მივიღებ შეკვეთას?
მარაგში არსებულ სამკაულს თბილისში 1–2, რეგიონებში კი 2–4 სამუშაო დღეში მიიღებ თანხის ჩარიცხვის დადასტურებიდან. თუ სამკაული შეკვეთით ჩამოგვაქვს, ჯერ ჩამოტანის ვადასა და სრულ ღირებულებას შეგითანხმებთ. ამის შემდეგ თანხას წინასწარ გადაიხდი და სამკაულს შენთვის შევუკვეთავთ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მიწოდებას ზემოთ მითითებული დრო სჭირდება.
შემიძლია სამკაულის დაბრუნება?
თუ სამკაულის დაბრუნება გსურს, მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოგვწერე. სურვილის შეცვლის შემთხვევაში დაბრუნების ტრანსპორტირებას შენ იხდი; დადასტურებული დეფექტის შემთხვევაში აუცილებელ ხარჯს ALENITI ფარავს. წესები და გამონაკლისები დაბრუნების პირობებშია აღწერილი.
რა მასალისგან მზადდება სამკაულები?
სამკაულები 925 სინჯის ვერცხლისგანაა დამზადებული. საფარი და ქვები მოდელის მიხედვით განსხვავდება — დეტალები თითოეული სამკაულის აღწერაშია მითითებული. თუ რომელიმე ლითონზე მგრძნობელობა გაქვს, შეძენამდე მოგვწერე და კონკრეტული მოდელის შემადგენლობას დაგიზუსტებთ.
როგორ მოვუარო ვერცხლის სამკაულს?
შეინახე მშრალ ადგილას, რბილ ჩასადებში. მოარიდე სუნამოს, კრემსა და ქლორიან წყალს. გაწმინდე რბილი, მშრალი ქსოვილით. დამატებითი რჩევები მოვლის გვერდზე დაგხვდება.
როგორია შეფუთვა?
თითოეულ სამკაულს ALENITI-ის ბრენდირებული შეფუთვა მოჰყვება: ყუთი, რბილი ქისა, ჩანთა, ვერცხლის საწმენდი ქსოვილი თავისი კონვერტით, მადლობისა და მოვლის ბარათები. რამდენიმე სამკაულის შეძენისას თითოეულს ცალ-ცალკე ვფუთავთ.
როგორ გავიგო ჩემი შეკვეთის სტატუსი?
შეკვეთის გაფორმების შემდეგ დამადასტურებელ წერილს ელფოსტაზე მიიღებ. მიწოდებამდე კურიერი ტელეფონზე დაგიკავშირდება. თუ სტატუსის დაზუსტება გინდა, მოგვწერე და შეკვეთის ნომერი მოგვაწოდე.
გადახდის რა მეთოდები გაქვთ?
ამ ეტაპზე გადახდა საბანკო გადარიცხვით შეგიძლია. რეკვიზიტებს შეკვეთის დადასტურების გვერდზე და ელფოსტაზე მიიღებ. მარაგში არსებულ სამკაულს თანხის ჩარიცხვის დადასტურების შემდეგ გამოვგზავნით. შეკვეთით ჩამოსატანი სამკაულის საფასურსაც წინასწარ იხდი, მას შემდეგ, რაც დეტალებსა და ჩამოტანის ვადაზე შევთანხმდებით.