დაბრუნების პირობები

გაქვს კითხვა დაბრუნების, გაცვლის ან ნივთის მდგომარეობის შესახებ? მოგვწერე — განვიხილავთ შენს მოთხოვნას და გაგაცნობთ შემდეგ ნაბიჯებს.

დაბრუნების მოთხოვნა — 14 დღის განმავლობაში

თუ ონლაინ შეძენილი სამკაულის დაბრუნება გსურს, მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში გვაცნობე. სურვილის შეცვლის შემთხვევაში დაბრუნების პირდაპირ სატრანსპორტო ხარჯს შენ იხდი. ჰიგიენური გამონაკლისი მხოლოდ ისეთ საქონელს ეხება, რომელიც ჰერმეტულად იყო შეფუთული, მიწოდების შემდეგ გაიხსნა და ჰიგიენური მიზეზით დაბრუნებას აღარ ექვემდებარება. კატალოგიდან შეკვეთით ჩამოტანილ სამკაულზე დაბრუნების უფლება მხოლოდ შეკვეთით ჩამოტანის გამო არ იზღუდება — ასეთი შეკვეთა ინდივიდუალური დიზაინით დამზადებას არ ნიშნავს.

როგორ დავაბრუნო სამკაული?

მოგვწერე ALENITI-ის მესენჯერში ან info@aleniti.ge-ზე და შეკვეთის ნომერი მოგვაწოდე. პასუხად დაბრუნების მისამართსა და ინსტრუქციას გამოგიგზავნით. სამკაული შეტყობინების გამოგზავნიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა გამოგვიგზავნე. გადახდილ თანხას, სტანდარტული მიწოდების საფასურთან ერთად, იმავე გადახდის მეთოდით დაგიბრუნებთ, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. თანხის დაბრუნება შეიძლება შევაჩეროთ სამკაულის ან მისი გამოგზავნის დამადასტურებელი საბუთის მიღებამდე — იმის მიხედვით, რომელს მივიღებთ პირველად.

დეფექტი ან დაზიანება

თუ ნივთი დაზიანებული ან დეფექტიანი მიიღე, მოგვწერე შეკვეთის ნომერი და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ფოტო. განვიხილავთ შეკეთებას, შეცვლას ან თანხის დაბრუნებას, შენი სურვილისა და კანონით გათვალისწინებული უფლებების გათვალისწინებით. დადასტურებული დეფექტის აღმოფხვრისთვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯს ALENITI ფარავს. 14-დღიანი დაბრუნების ვადა არ ზღუდავს დეფექტთან დაკავშირებულ კანონიერ მოთხოვნებს.