სამკაულის მოვლა
რამდენიმე მარტივი ჩვევა დაგეხმარება, ვერცხლის სამკაულს ბზინვარება შეუნარჩუნო.
როგორ გავწმინდოთ
სამკაული რბილი, მშრალი ქსოვილით ფრთხილად გაწმინდე. არ გამოიყენო კბილის პასტა, სოდა ან უხეში ღრუბელი — მათ შეიძლება ზედაპირი დააზიანონ. ქვისა და საფარის მიხედვით მოვლის წესი განსხვავდება; დამატებითი წმენდის წინ მოგვწერე.
როგორ შევინახოთ
თითოეული სამკაული ცალკე შეინახე რბილ ჩასადებში ან დახურულ ყუთში, მშრალ ადგილას. ასე ნაკლებად დაიკაწრება და ვერცხლიც უფრო ნელა გამუქდება.
როგორ დავიცვათ გამუქებისგან
ბანაობისა და ცურვის წინ სამკაული მოიხსენი. მოარიდე სუნამოს, კრემს, ქლორიან და ზღვის წყალს. სამკაული მას შემდეგ გაიკეთე, რაც სუნამო გაშრება და კრემი შეიწოვება.
ყოველდღიური რჩევები
ძილისა და ვარჯიშის წინ სამკაული მოიხსენი, რომ ჯაჭვი არ გადაიხლართოს და ნივთი არ დაზიანდეს. დროდადრო შეამოწმე შესაკრავი და შემაერთებელი რგოლები.