ხშირი კითხვები
პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე — მიწოდებიდან მოვლამდე.
რამდენ ხანში მივიღებ შეკვეთას?
ჩვეულებრივი შეკვეთები: თბილისში — 1–2 სამუშაო დღეში, რეგიონებში — 2–3 სამუშაო დღეში.
პრეორდერები: პროდუქტის მომზადების ვადა ინდივიდუალურად დაგიდასტურდებათ. პროდუქტის მზადყოფნის შემდეგ, თბილისში მიწოდება ხდება 1–2 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში — 2–3 სამუშაო დღეში.
შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?
დიახ — მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, თუ ნივთი გამოუყენებელია და ორიგინალ შეფუთვაშია. დაბრუნების პროცესის დასაწყებად მოგვწერეთ info@aleniti.ge-ზე.
რა მასალისგან მზადდება სამკაულები?
ყველა ნივთი დამზადებულია 925 სინჯის ვერცხლისგან. ვერცხლისფერი ნივთები დაფარულია როდიუმის ფენით, ხოლო ოქროსფერი ნივთები — 18K ოქროს ფენით. ყველა მასალა ჰიპოალერგიული და ნიკელის გარეშეა.
როგორ მოვუარო ვერცხლის სამკაულს?
შეინახეთ მშრალ ადგილას, ALENITI-ის ქისაში. მოერიდეთ პარფიუმთან, კრემთან და ქლორიან წყალთან კონტაქტს. გაწმინდეთ რბილი, მშრალი ქსოვილით. სრული სახელმძღვანელო იხილეთ მოვლის გვერდზე.
როგორია შეფუთვა?
ყველა შეკვეთა იგზავნება ALENITI-ის სასაჩუქრე ყუთში, სამკაულის პაუჩითა და მადლობის ბარათით — დამატებითი საფასურის გარეშე.
როგორ გავიგო ჩემი შეკვეთის სტატუსი?
შეკვეთის განთავსების შემდეგ მიიღებთ დამადასტურებელ წერილს ელფოსტაზე. გაგზავნისას კურიერი დაგიკავშირდებათ ტელეფონზე. კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შეკვეთის ნომრით.
გადახდის რა მეთოდები გაქვთ?
შეგიძლიათ გადაიხადოთ ბარათით ონლაინ (TBC) ან საბანკო გადარიცხვით.