ჩვენ შესახებ
“შექმნილი სატარებლად”

სამკაული, რომელსაც ხშირად ატარებ
საყვარელ სამკაულს განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. მას იკეთებ სამსახურში, მეგობრებთან შეხვედრისას ან უბრალოდ მაშინ, როცა გინდა, საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭო. ALENITI-ში ვარჩევთ ვერცხლის სამკაულებს, რომლებიც ადვილად ეხამება შენს ჩაცმულობას და ყურადღებას გამორჩეული დეტალებით იქცევს.

მასალა და მოვლა
ჩვენი სამკაულები 925 სინჯის ვერცხლისგანაა დამზადებული — ეს ნიშნავს, რომ შენადნობში ვერცხლის წილი 92.5%-ია. საფარი და ქვები მოდელის მიხედვით განსხვავდება; მათი აღწერა თითოეული სამკაულის გვერდზე დაგხვდება. როდიუმის საფარი ვერცხლს დამატებით ბზინვარებას აძლევს და გამუქებას ანელებს, თუმცა მოვლა ასეთ სამკაულსაც სჭირდება.

შეფუთვა და მოვლის ნაკრები
თითოეულ სამკაულს ALENITI-ის ბრენდირებული შეფუთვა მოჰყვება: ყუთი, რბილი ქისა, ჩანთა, ვერცხლის საწმენდი ქსოვილი თავისი კონვერტით, მადლობისა და მოვლის ბარათები. რამდენიმე სამკაულის შეძენისას თითოეულს ცალ-ცალკე ვფუთავთ.
რას გთავაზობს ALENITI
ჩვენი არჩევანი
კოლექციაში იპოვი როგორც სადა, ყოველდღიურ სამკაულებს, ისე უფრო გამორჩეულ მოდელებს.
პირადი სტილი
ატარებ ცალკე თუ სხვა სამკაულებს შეუხამებ — მთავარია, შენ მოგწონდეს და შენს გემოვნებას შეეფერებოდეს.
არჩევაში დაგეხმარებით
თუ მოდელზე, ზომაზე ან შეკვეთაზე კითხვა გაქვს, მოგვწერე მესენჯერში. 10:00-დან 18:00 საათამდე, საქართველოს დროით, ერთ საათში გიპასუხებთ.
