Sage Éclat – 925 სინჯის ვერცხლის ბეჭედი მწვანე მოისანიტით

Sage Éclat

925 სინჯის ვერცხლი · როდიუმის საფარი · მოისანიტი

480 ₾

ვერცხლის ბეჭედი ნაზი მწვანე მოისანიტითა და პატარა მბზინავი მოისანიტის ქვებით.

აირჩიე ზომა

ზომების ცხრილი

ჩამოგვაქვს შეკვეთით · ვადას გადახდამდე შეგითანხმებთ

მოთხოვნის გაგზავნა გადახდას არ მოითხოვს. ჯერ დაგიკავშირდებით და ფასსა და ჩამოტანის ვადას შეგითანხმებთ. ამის შემდეგ თანხას წინასწარ გადაიხდი და სამკაულს შენთვის შევუკვეთავთ.

აღწერა

ნაზ მწვანე მოისანიტს პატარა, მჭიდროდ ჩასმული მოისანიტის ქვები ამშვენებს. როდიუმით დაფარული 925 სინჯის ვერცხლის ბეჭედი გამოკვეთილი ფორმითა და რბილი ფერით გამოირჩევა.

მასალა
  • 925 სინჯის ვერცხლი
  • როდიუმის საფარი
  • მოისანიტი
სამკაულის დეტალები
  • ქვის ტიპიმოისანიტი
  • ქვის ფერინაზი მწვანე
მოვლის წესები
შეინახე მშრალ ადგილას, რბილ ჩასადებში. მოარიდე სუნამოსა და კოსმეტიკას. ცურვისა და შხაპის წინ მოიხსენი. გაწმინდე რბილი, მშრალი ქსოვილით.
მიწოდება

მარაგში არსებული სამკაულის მიწოდებას თბილისში 1–2 სამუშაო დღე სჭირდება, რეგიონებში — 2–4. ვადას თანხის ჩარიცხვის დადასტურებიდან ვითვლით.

ჯერ დავაზუსტებთ, შესაძლებელია თუ არა მოდელის ჩამოტანა, და ფასსა და ვადას შეგითანხმებთ. თანხას წინასწარ გადაიხდი, რის შემდეგაც სამკაულს შენთვის შევუკვეთავთ. ჩამოსვლის შემდეგ თბილისში მიწოდებას 1–2 სამუშაო დღე სჭირდება, რეგიონებში — 2–4.

მიწოდება: 150₾-ზე მეტ შეკვეთაზე — 0 ₾, სხვა შემთხვევაში — 5₾.

დაბრუნება
თუ სამკაულის დაბრუნება გინდა, მიღებიდან 14 კალენდარულ დღეში მოგვწერე. თუ უბრალოდ გადაიფიქრე შეძენა, უკან გამოგზავნის საფასურს შენ იხდი. დადასტურებული დეფექტის შემთხვევაში საჭირო ტრანსპორტირებას ALENITI აფინანსებს. სრული პირობები და გამონაკლისები ნახე დაბრუნების გვერდზე. კატალოგიდან შეკვეთით ჩამოტანა არ ნიშნავს, რომ ნივთი ინდივიდუალურადაა დამზადებული. თუ დაბრუნებაზე გამონაკლისი ვრცელდება, ამის შესახებ გადახდამდე გეტყვით.
  • 925 სინჯის ვერცხლი
  • ბრენდირებული შეფუთვა
  • მიწოდება საქართველოში

ALENITI-ის შეფუთვა

თითოეული სამკაული ALENITI-ის სრული ბრენდირებული შეფუთვით იგზავნება – ყუთით, რბილი ქისით, ჩანთით, ვერცხლის საწმენდი ქსოვილითა და მისი კონვერტით, მადლობისა და მოვლის ბარათებით. რამდენიმე სამკაულის შეძენისას თითოეულს ცალ-ცალკე ვფუთავთ.

აღმოაჩინე მეტი