Emerald Glow – 925 სინჯის ვერცხლის საყურეები

Emerald Glow

925 სინჯის ვერცხლი · როდიუმის საფარი

მარაგშია — 1 ცალი
260 ₾

ჩამოსაკიდი ვერცხლის საყურეები ზურმუხტისფერი და გამჭვირვალე კუბური ცირკონიებით.

აღწერა

ჩამოსაკიდ საყურეებში ზურმუხტისფერი ფიანიტი გამჭვირვალე ქვებთანაა შეხამებული. საყურეები როდიუმით დაფარული 925 სინჯის ვერცხლისგანაა დამზადებული; მათი წაგრძელებული ფორმა და მწვანე ფერი კარგად ჩანს როგორც გაშლილ, ისე შეკრულ თმასთან. ზომები: 9.4 × 28.2 მმ

მასალა
  • 925 სინჯის ვერცხლი
  • როდიუმის საფარი
  • ფიანიტის ქვები
მოვლის წესები
შეინახე მშრალ ადგილას, რბილ ჩასადებში. მოარიდე სუნამოსა და კოსმეტიკას. ცურვისა და შხაპის წინ მოიხსენი. გაწმინდე რბილი, მშრალი ქსოვილით.
მიწოდება

მარაგში არსებული სამკაულის მიწოდებას თბილისში 1–2 სამუშაო დღე სჭირდება, რეგიონებში — 2–4. ვადას თანხის ჩარიცხვის დადასტურებიდან ვითვლით.

ჯერ დავაზუსტებთ, შესაძლებელია თუ არა მოდელის ჩამოტანა, და ფასსა და ვადას შეგითანხმებთ. თანხას წინასწარ გადაიხდი, რის შემდეგაც სამკაულს შენთვის შევუკვეთავთ. ჩამოსვლის შემდეგ თბილისში მიწოდებას 1–2 სამუშაო დღე სჭირდება, რეგიონებში — 2–4.

მიწოდება: 150₾-ზე მეტ შეკვეთაზე — 0 ₾, სხვა შემთხვევაში — 5₾.

დაბრუნება
თუ სამკაულის დაბრუნება გინდა, მიღებიდან 14 კალენდარულ დღეში მოგვწერე. თუ უბრალოდ გადაიფიქრე შეძენა, უკან გამოგზავნის საფასურს შენ იხდი. დადასტურებული დეფექტის შემთხვევაში საჭირო ტრანსპორტირებას ALENITI აფინანსებს. სრული პირობები და გამონაკლისები ნახე დაბრუნების გვერდზე.
  • 925 სინჯის ვერცხლი
  • ბრენდირებული შეფუთვა
  • მიწოდება საქართველოში

ALENITI-ის შეფუთვა

თითოეული სამკაული ALENITI-ის სრული ბრენდირებული შეფუთვით იგზავნება – ყუთით, რბილი ქისით, ჩანთით, ვერცხლის საწმენდი ქსოვილითა და მისი კონვერტით, მადლობისა და მოვლის ბარათებით. რამდენიმე სამკაულის შეძენისას თითოეულს ცალ-ცალკე ვფუთავთ.

აღმოაჩინე მეტი